#OK! შორენა ბეგაშვილმა და მამუკა ურუშაძემ იქორწინეს

2 hours ago 2

შორენა ბეგაშვილმა და მისმა რჩეულმა, ბიზნესმენმა მამუკა ურუშაძემ, იტალიაში, კომოს ტბაზე, იქორწინეს. ქორწილის კადრები სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა, ევა ბარბაქაძემ გაავრცელა. ვიდეოებსა და ფოტოებში ცერემონიის მხოლოდ პატარა, თუმცა რომანტიკული ხედები და კადრები ჩანს. პატარძალს თეთრი ულამაზესი საქორწილო კაბა ეცვა, მისი მეუღლე კი სრულიად შავ კლასიკურ სამოსში იყო.

აღსანიშნავია, რომ ქორწილი შორენას დაბადების დღეს დაემთხვა, ის დღეს, 8 ივლისს 44 წლის გახდა. ქართველი ვარსკვლავს მისმა მეუღლემ ხელი ამ წლის 14 თებერვალს, ვალენტინობაზე სთხოვა, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში კი თავად შორენამ გაავრცელა წარწერით:

,,I said YES! 💍 4წელი ერთად😍საოცარი თავგადასავლებით სავსე🥰მსოფლიოს ულამაზესი ადგილები მოვინახულეთ და ხელი სახლში დივანზე მთხოვა😂❤️

შორენასა და მის ბიზნესმენ მეუღლეს შორის 23 წლიანი სხვაობაა. ისინი წლებია ერთამენთს ხვდებიან, თუმცა მათი საერთო ფოტო პირველად 2024 წელს გამოჩნდა სოციალურ ქსელებში. მამუკა ურუშაძე სამშენებლო ბიზნესისა და ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია.

No photo description available.

No photo description available.

სრულად წაკითხვა