#OK! შორენა გვაგვალია: პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ის ამ გზაზე მარტო არ არის

4 hours ago 6

ბოლო ათწლეულის განმავლობაში სამედიცინო ტურიზმი გლობალური ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად მიმართულებად ჩამოყალიბდა. პაციენტები სულ უფრო ხშირად ირჩევენ საზღვარგარეთ მკურნალობას. თანამედროვე სამედიცინო ტურიზმი მხოლოდ პაციენტის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილებას აღარ გულისხმობს. დღეს ის წარმოადგენს კომპლექსურ, მრავალსაფეხურიან პროცესს, რომელიც აერთიანებს კლინიკურ, ადმინისტრაციულ, ლოგისტიკურ და კომუნიკაციურ კომპონენტებს. სწორედ ამ პროცესში იკვეთება საერთაშორისო პაციენტთა კოორდინაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამ თემაზე უფრო ვრცლად შორენა გვაგვალია, ჰოსპიტალ Imperial-ის საქართველოს პაციენტთა საკოორდინაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გვესაუბრა.

შორენა გვაგვალია: საერთაშორისო პაციენტთა კოორდინატორი წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს პაციენტსა და კლინიკას შორის და უზრუნველყოფს მკურნალობის პროცესის სწორ ორგანიზებას, კომუნიკაციასა და პაციენტის უსაფრთხოებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოორდინატორის როლი რთული და მრავალპროფილური კლინიკური შემთხვევების მართვისას. პაციენტის ნდობა თანამედროვე სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. საერთაშორისო პაციენტისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ მკურნალობის ხარისხი, არამედ უსაფრთხოების განცდა, სწორი კომუნიკაცია და პროფესიონალურად ორგანიზებული პროცესი. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო პაციენტთა კოორდინაცია დღეს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ მიმართულებად განიხილება, ის წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ მექანიზმს, რომელიც ერთიან სტრუქტურად აერთიანებს მედიცინას, მენეჯმენტსა და პაციენტზე ორიენტირებულ სერვისს.

როგორ მოხვდით სამედიცინო ტურიზმის სფეროში და რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

სამედიცინო ტურიზმის სფეროში საქმიანობის დაწყებამდე თავად ვიყავი პაციენტი, რომელსაც თურქეთში მკურნალობა დასჭირდა. ვფიქრობ, სწორედ ამ გამოცდილებამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი პაციენტებთან სწორი და ემპათიური მიდგომის ჩამოყალიბებაში. მე პირადად გამოვიარე ყველა ის ემოცია და სირთულე, რასაც პაციენტები უცხო ქვეყანაში მკურნალობის პროცესში აწყდებიან – გაურკვევლობა, მოლოდინი, შფოთვა და იმედიც. ჩემი მკურნალობის პროცესი დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდა, რა დროსაც  დამიგროვდა როგორც მნიშვნელოვანი გამოცდილება, ასევე პროფესიული კონტაქტები. მოგვიანებით თავად ამ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებმა შემომთავაზეს საერთაშორისო პაციენტთა კოორდინაციის მიმართულებით გადამზადება. გადამზადების დასრულების შემდეგ კი იმავე კლინიკაში დავიწყე საქმიანობა. სწორედ ასე დაიწყო ჩემი პროფესიული გზა სამედიცინო ტურიზმის სფეროში.

2017 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული საერთაშორისო პაციენტთა კოორდინაციის სფეროში და დღემდე ვემსახურები ქართველ პაციენტებს სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით.

ჩემი პროფესიული საქმიანობის ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია ჰოსპიტალ Imperial-თან, რომელიც მდებარეობს თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან დაახლოებით 200 კილომეტრის დაშორებით. აღნიშნული ჰოსპიტალი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამედიცინო ცენტრს რეგიონში, სადაც ქართველ პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია მრავალპროფილური დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისები.

პროფესიული გამოცდილების ფარგლებში 5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი საერთაშორისო კლინიკათა ქსელ Medicana-ს წარმომადგენლობაში, ხოლო ბოლო 3 წელია ჰოსპიტალ Imperial-ის წარმომადგენლობას ვხელმძღვანელობ საქართველოში.

დღეისთვის წარმომადგენლობითი ოფისები ფუნქციონირებს ოთხ ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, მესტიასა და ქუთაისში, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის საერთაშორისო სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

გვესაუბრეთ „იმპერიალის“ უპირატესობებზე…

ჩვენი კლინიკის ძირითადი უპირატესობებია:

  • საქართველოსთან გეოგრაფიული სიახლოვე და მარტივი ლოგისტიკა
  • გამჭვირვალე და რეალური საფასო პოლიტიკა
  • ქართველ პაციენტებთან კულტურული და კომუნიკაციური სიახლოვე
  • მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები და თანამედროვე სამედიცინო მიდგომები

სწორედ ეს ფაქტორები ქმნის იმ ნდობას, რომელიც ყოველწლიურად ზრდის ქართველ პაციენტთა რაოდენობას ჩვენს ჰოსპიტალში.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა, სანამ საზღვარგარეთ მკურნალობის გადაწყვეტილებას მიიღებს?

პაციენტებისთვის, რომლებიც თურქეთში მკურნალობის დაგეგმვას განიხილავენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმირებული და უსაფრთხო გადაწყვეტილების მიღება.

სამწუხაროდ, დღეს სამედიცინო ტურიზმის სფეროში ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა პირი ან ორგანიზაცია თავს კონკრეტული კლინიკის ოფიციალურ წარმომადგენლად ასაღებს, თუმცა რეალურად არ ფლობს შესაბამის ავტორიზაციასა და პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ, პაციენტმა აუცილებლად უნდა გადაამოწმოს, რეალურად წარმოადგენს თუ არა შუამავალი კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებას.

აუცილებელია წინასწარ მოიძიონ დეტალური ინფორმაცია როგორც კლინიკის, ასევე მისი ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ, გაერკვნენ შუამავალი სუბიექტის რეალურ ფუნქციასა და პასუხისმგებლობებში.

საერთაშორისო პაციენტის კოორდინაცია მხოლოდ კლინიკის მისამართის გაზიარება ან ვიზიტის ჩანიშვნა არ არის. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც მოიცავს:

  • სამედიცინო დოკუმენტაციის სწორ ანალიზსა და გადაცემას
  • პროფილურ სპეციალისტებთან ეფექტურ კომუნიკაციას
  • დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცესის დაგეგმვას
  • ლოგისტიკურ და ჰოსპიტალურ ორგანიზებას
  • პაციენტის უსაფრთხოების კონტროლსა და პროცესის მუდმივ მონიტორინგს

თითოეულ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან საერთაშორისო მკურნალობის პროცესში არასწორმა კოორდინაციამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც დიაგნოსტიკურ სიზუსტეზე, ისე მკურნალობის უსაფრთხოებასა და საბოლოო შედეგზე.

სწორედ ამიტომ, პაციენტისთვის მნიშვნელოვანია აირჩიოს სანდო კლინიკა და პროფესიონალური კოორდინაციის გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობით მართავს მის სამედიცინო გზას პირველადი კომუნიკაციიდან მკურნალობის დასრულებამდე.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: პირადი არქივი

სრულად წაკითხვა