#OK! „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ – PSP-ს მარკეტინგის დირექტორი, ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

1 week ago 13

საქართველომ მსოფლიო შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პლატფორმაზე მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე – The One Show PSP-ს მარკეტინგის დირექტორი ანო გოგიჩაძე წლის შემოქმედებით მარკეტერად დასახელდა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ჯილდო – CMO Pencil მიიღო.

აღნიშნული პრიზი მას გადაეცა კამპანიისთვის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“, რომელიც PSP-მ სააგენტო Playmakers-თან თანამშრომლობით შექმნა. პროექტი უკვე სახელდება როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ქართული სარეკლამო კამპანია.

May be an image of vulture and text that says "H ONE SHOW CREATIVE CR6ATIVEMARKETER CRFATIVEMARSETER MARKETER ANO GOGICHADZE BNSNDVERFONCLTHOW1OFLY CMO PSP BIRDS NEVER BIRDSNEVERFOROETHOWO FORGET HOW TO FLY" Birds Never Forget To Fly ATIVE KETER ARD PSP Anno Gogichadze 2026 Creative Marketer Winner"

CMO Pencil ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული ჯილდოა, რომელიც ენიჭება ბრენდის მარკეტინგის ხელმძღვანელს, რომელმაც წლის განმავლობაში შემოქმედებითი ხედვით, გაბედული იდეებითა და კულტურულ გავლენაზე ორიენტირებული კამპანიებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა გლობალურ ბაზარზე.

The One Show, რომელსაც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ორგანიზაცია The One Club for Creativity ატარებს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრეატიულ ფესტივად ითვლება. ყოველწლიურად ნიუ-იორკში შეკრებილი საერთაშორისო ჟიური აფასებს წლის ყველაზე ინოვაციურ იდეებს, ბრენდებსა და სააგენტოებს, რომლებიც თანამედროვე კომუნიკაციის სტანდარტებს განსაზღვრავენ.

ამასთან ერთად, კამპანიამ კიდევ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა – 2 ბრინჯაოს ფანქარი, 4 დამსახურების მედალი და Baku Flames-ზე – 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს ჯილდოები.

May be an image of fire and text

PSP-ს მარკეტინგის დირექტორმა, ანო გოგიჩაძემ OK!-სთან ინტერვიუში გაგვიზიარა, თუ როგორი შეგრძნებაა ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდოების მიღება ერთიანად მოკლე დროში:

კამპანიამ – ,,ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – ბოლო ორ დღეში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. როგორი ემოციაა ასეთი მასშტაბური აღიარების მიღება ასეთ მოკლე დროში?

ძლიერი ემოციაა – ერთდროულად სიხარული და პასუხისმგებლობა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ კამპანიამ უამრავი უმაღლესი ჯილდო და არაერთი გრან-პრი დაიმსახურა, რამაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. როგორც ჩანს კამპანიამ თანაბრად წარმატებით შეძლო მნიშვნელოვანი მესიჯის გადმოცემა დედამიწის გარშემო, სხვადასხვა გარემოშსა და აუდიტორიაში.

ეს წარმატება უდიდესი აღიარებაა მთელი გუნდისთვის, ვინც ამ პროექტზე იმუშავა, PSP-სთვის და ჩვენი პარტნიორი სააგენტოსთვის, Playmakers-სთვის. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გულწრფელ და ღირებულებებზე დაფუძნებულ კომუნიკაციას რეალურად შეუძლია საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა.

რას ნიშნავდა თქვენთვის პირადად The One Show-ს მიერ წლის შემოქმედებით მარკეტერად დასახელება?

The One Show-ს მიერ წლის შემოქმედებით მარკეტერად დასახელება ჩემთვის ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილებაა. ეს არის პლატფორმა, სადაც მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სააგენტოები, ბრენდები და იდეები იყრის თავს. Creative Marketer Pencil-ის ფლობა არა მხოლოდ პროფესიული აღიარება, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობაა, რამდენადაც ამ ჯილდოს მფლობელები წარსულში ისეთი ბრენდების CMO-ები იყვნენ, როგორებიცაა Google, Mastercard, Microsoft, The New York Times.

რას ფიქრობთ, რატომ შეძლო ამ კამპანიამ საერთაშორისო ჟიურიზე ასეთი ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენა?

ვფიქრობ, კამპანიის მთავარ ძალას ადამიანური ღირებულებები და ემოციური დატვირთვა განაპირობებს. „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ საუბრობს თავისუფლებაზე, როგორც შინაგან მდგომარეობაზე – იმ განცდაზე, რომელიც შეიძლება დროებით შეიზღუდოს, მაგრამ არასდროს გაქრება.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ისიც, რომ საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება იყო და არის გულწრფელი. ემოციურად იმდენად ახლოს მივიდა თითოეულ ინდივიდთან, რომ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. დღემდე ეს მესიჯი „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ სხვადასხვა კომუნიკაციაში გვხვდება – ადამიანები სხვადასხვა გარემოში იყენებენ მას.

სრულად წაკითხვა