პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალები“ (ჩცდ) თაყვანისმცემლებისთვის ახალი ფორმატი შეიქმნა – პოდკასტი „ჩცდ Rewatch“, რომელიც ყოველ ხუთშაბათს, 22:00 საათზე გადის და მაყურებელს კადრს მიღმა დარჩენილ ისტორიებს, პერსონაჟების შექმნის პროცესს და სერიალის დაწყების დაუვიწყარ დეტალებს ახსენებს.
პროექტი „cavea plus“ ინიციატივით და სერიალის შემოქმედებით ჯგუფთან თანამშრომლობით შეიქმნა. მისი მიზანია მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ გააცოცხლოს ის ისტორია, რომელმაც ქართული სატელევიზიო სივრცეში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

„ჩცდ Rewatch“-ში მონაწილეობენ სერიალის მსახიობები და გუნდის წევრები, რომლებიც მაყურებელს უზიარებენ იმ ისტორიებს, რომლებიც კამერამ ვერ დააფიქსირა – როგორ დაიწყო პროექტი, როგორ ჩაიარა კასტინგის პროცესმა და რა გზა გაიარა სერიალმა პირველ სეზონამდე და მას შემდეგაც.
პროექტის წამყვანები არიან:
ნინო გაჩეჩილაძე (კატო), ანი ტყებუჩავა (ნინა), მაკა ძაგანია (თინა), ქეთა ორბელაძე (ტასო) და გიორგი ბარბაქაძე (ჯეკო).
„ამიერიდან ყოველ ხუთშაბათს შევხვდებით უფრო უშუალოდ და გულწრფელად. ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც კამერას მიღმა დარჩა – როგორ დაიწყო სერიალი, როგორ გავიარეთ კასტინგი და რა გზა გავიარეთ ერთად, როგორც ბედნიერი, ისე რთული პერიოდებით.“- განაცხადა ანი ტყებუჩავამ
პროექტის დაწყებასთან ერთად მაყურებლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გახდა ცნობილი – სერიალი სრულიად წაშლილი იქნა YouTube-იდან და მისი ნახვა მხოლოდ პლატფორმა „cavea plus“ უფასოდ არის შესაძლებელი.
ამ ეტაპზე პოდკასტის მხოლოდ ორი ეპიზოდია გამოსული, თუმცა მან უკვე გამოიწვია მაყურებლის დიდი ინტერესი და აქტიური გამოხმაურება სოციალურ ქსელებში.
მაყურებელი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გაგრძელებას აქტიურად ელოდა, თუმცა ამ ეტაპზე მისი ახალი სეზონის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება და უცნობია, გაგრძელდება თუ არა პროექტი მომავალში.


20 hours ago
10







English (US) ·
Georgian (GE) ·