სივრცე ქუთაისში, სადაც ნამდვილი იტალიური გემოები დაგხვდებათ, ეს არის King Pizza.
9 წლის წინ, ბუხაიძის ქუჩაზე, საავტორო იმპოვიზაციით შექნილი ტკბილეულისა და პურ-ფუნთუშეულის მომაჯადოებელი სურნელი დატრიალდა. პროდუქციამ მომხმარებლის გემოვნება პირველივე დღეებიდან დააკმაყოფილა. სულ მალე ახალი იდეაც გაჩნდა და სამეფო პიცაც დაიბადა.
აქ ხარისხი და მომხმარებლის კმაყოფილება მუდმივად იზომება და კონტროლიდან არასოდეს გამოდის. სწორედ ამიტომ არის აქაურობა განუმეორებელი და მიმზიდველი.
ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა King Pizza-ს კრეატიული დამფუძნებლის, იოსებ (სოსო) ალფაიძის გარეშე. პროფესიით ხელოვანი, საქმეს არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ ესთეტიკის კუთხითაც ხედავს. ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი აღიარება მადლიერი მომხმარებლის თვალებია, რომელიც მის ნამუშევარს თუ შემოთავაზებულ სერვისს, უბრალო ნივთად კი არა, ერთგვარ ხელოვნების ნიმუშად აღიქვამს.
King Pizza-ზე, ხელოვნებაზე და ბიზნესზე სასაუბროდ OK! ქუთაისი იოსებ ალფაიძეს ესტუმრა.
ხელოვანი ადამიანი ბრძანდებით და ამჟამინდელი საქმიანობა განსხვავებულია თქვენი პროფესიისგან. საიდან დაიბადა ბიზნესის იდეა, რა იყო თქვენი ინსპირაციის წყარო და რატომ აარჩიეთ კონკრეტულად ეს სფერო?
გეთანხმებით, ერთი შეხედვით ჩემი ძირითადი პროფესიისგან რადიკალურად განსხვავებულ ამპლუაში ვარ და სრულიად სხვა საქმეს ვემსახურები. თუმცა, მიმაჩნია, რომ ხელოვნება მხოლოდ კონკრეტული დიპლომი ან ვიწრო მიმართულება არ არის, ეს არის ხედვა, რომელიც ნებისმიერ საქმეში შეიძლება გამოვლინდეს. როდესაც გებადება იდეა, გაქვს გამბედაობა, რომ ის რეალობად აქციო და შექმნა პროდუქტი, რომელიც მანამდე არ არსებობდა, სწორედ ეს არის შემოქმედებითი პროცესი.
რაც შეეხება ინსპირაციის წყაროს, ჩემთვის მთავარი მუზა ყოველთვის ადამიანი და მისი ყოველდღიური საჭიროებებია. ვფიქრობ, ყველაზე გენიალური ბიზნეს იდეები სწორედ ყოფიერების, ყოველდღიურობის დაკვირვებიდან იბადება. დავინახე ის რეალური გამოწვევები და მოთხოვნები, რაც ადამიანებს ყოველდღიურად აქვთ და გადავწყვიტე, ჩემი შემოქმედებითი პოტენციალი და შესაძლებლობები მაქსიმალურად პრაქტიკულ, საჭირო საქმიანობაში გადამეტანა. სწორედ ამ ნაბიჯმა გამიყვანა განვითარების სრულიად ახალ, საინტერესო ასპარეზზე. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ბიზნესი არ არის მხოლოდ კომერცია; ის ორიენტირებულია იმაზე, რომ მომხმარებელს მოუტანოს რეალური, ხელშესახები სარგებელი, გაუზარდოს ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი და ამასთანავე, მიანიჭოს ესთეტიკური სიამოვნება.

9 წელია უკვე ბიზნესში ხართ. ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში ბევრი სირთულე და დაბრკოლება იქნებოდა. ყველაზე რთული გადასალახი რა აღმოჩნდა თქვენთვის და როგორ გაუმკლავდით მას?
რა თქმა უნდა, ნებისმიერ საქმეს, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდები და მასში მთელ გულსა და სულს დებ, ყოველთვის თან ახლავს სირთულეები. გამონაკლისი, ბუნებრივია, არც მე ვყოფილვარ. ამ 9 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა, თუმცა დღეს, ამ გადასახედიდან, თითოეულ მათგანს მადლიერებით ვუყურებ. ეს გამოწვევები იყო არა საქმის შესაჩერებელი ბარიერები, არამედ გაკვეთილები, რომლებიც უფრო მეტად მაძლიერებდა და კიდევ უფრო დიდ სურვილს მიჩენდა, ვყოფილიყავი მიზანსწრაფული და არასოდეს დამეხია უკან. სირთულეები გვზრდის და გვასწავლის, როგორ ვიპოვოთ ალტერნატიული, ხშირად ბევრად უკეთესი გზები. რაც შეეხება ამ ყველაფერთან გამკლავებას, ვფიქრობ, მარტო ბიზნესში (ისევე როგორც ცხოვრებაში) წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია. საჭიროების შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა ან ემოციურად რთული პერიოდი მქონდა, ყოველთვის მივმართავდი მხარდაჭერისა და სწორი რჩევის არეალს. აქ, პირველ რიგში, ვგულისხმობ ერთგულ ადამიანებს, მეგობრებსა და პროფესიონალებს, რომლებიც ჩემ გვერდით დგანან. სწორედ ეს საიმედო ზურგი, მათი ობიექტური ხედვა და ურყევი თანადგომა იყო ჩემი მთავარი დასაყრდენი ნებისმიერი კრიზისის დროს. როცა იცი, რომ მარტო არ ხარ და შენ გარშემო შენი იდეის მორწმუნე ადამიანები არიან, ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა მხოლოდ დროის საკითხი ხდება.
სირთულეების და პრობლემების მიუხედავად, კომპანია მუდმივად ვითარდება და ეტაპობრივად სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებელს. ამ დროისთვის რა პროდუქტებს აწარმოებთ?
რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც შემოქმედი ადამიანისთვის, გაჩერება და ერთ ადგილზე დგომა წარმოუდგენელია. მუდმივ ძიებაში ვარ და უსასრულოდ მაქვს სურვილი, მომხმარებელს ყოველ ჯერზე რაღაც ახალი, განსხვავებული და საინტერესო შევთავაზო. დამეთანხმებით, სხვაგვარად განვითარება და წინსვლა უბრალოდ შეუძლებელია, ბიზნესს მუდმივად სჭირდება ენერგიის განახლება. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს პროდუქციას, ჩვენს საწარმოში მუშაობა ერთი დღითაც არ წყდება. ყოველდღიურად უახლეს და უმაღლესი ხარისხის ასორტიმენტს ვქმნით. მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც უგემრიელესი, ტრადიციული თუ განსხვავებული ტექნოლოგიით გამომცხვარი პურის, ისე ფუნთუშეულისა და სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის უმდიდრეს მრავალფეროვნებას. ამ ყველაფერს კი აგვირგვინებს ჩვენი პიცის ასორტიმენტი, ნამდვილი, ავთენტური იტალიური რეცეპტურითა და ჩემებური, საავტორო იმპროვიზაციით შექმნილი გამორჩეული გემოებით. და, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით ჩვენს საფირმო ხაჭაპურისა და ლობიანის მრავალფეროვნებას, რომლებიც ჩვენი მენიუს ნამდვილი სიამაყეა და მომხმარებელში ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. ვცდილობთ, თითოეულ გამომცხვარ პროდუქტში იგრძნობოდეს ის ხელწერა და სიყვარული, რასაც ჩვენს საქმიანობაში ვდებთ.
კომპანიის გემრიელი პროდუქციის საიდუმლო ინგრედიენტებშია. მოუყევით მომხმარებელს რას გამოიყენებთ მათი მომზადებისას და რა ქმნის მათ განუმეორებელ გემოებს?
გემრიელ პროდუქციას და განუმეორებელ გემოებს მხოლოდ ინგრედიენტები ვერ ქმნიან.
ეს არის ბალანსი ერთი ინგრედიენტის მეორესთან, თუ რა დოზით და ტემპერატურით შეიძლება მომზადდეს. ამ ყველაფერს დიდი ექსპერიმენტი დასჭირდა და დღესდღეობით, თავისუფლად ხდება მისი კონტროლი.
თუმცა, აქვე გეტყვით, რაც არ უნდა ოქრო- ბაჯაღლო გქონდეს გამოსადნობი, თუ იუველირმა არ იცის როგორ გამოადნოს, დამეთანხმებით, ყველაფერი დამთავრებულია.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაში არა მხოლოდ ასორტიმენტის მხრივ გაქვთ მრავალფეროვნება, არამედ ამ მოკლე დროში საკმაოდ გაიზარდეთ და რამდენიმე ობიექტიც კი შეგემატათ.
დიახ, ნამდვილად ასეა. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ძალიან მყარად გავიზარდეთ და ზუსტად ამ დინამიკურმა განვითარებამ და მომხმარებლის მხრიდან დიდმა მოთხოვნამ გამოიწვია ის, რომ ერთ ძირითად ობიექტს ახალი, ერთგვარი „შვილობილი“ ფილიალები შეემატა. ბიზნესის გაფართოება ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, რადგან ახალ ლოკაციებზეც ზუსტად ისეთივე ხარისხი, გარემო და სიყვარული უნდა დაგვხვდეს, რითაც თავიდანვე შევაყვარე თავი ერთგულ სტუმრებს. ეს ზრდა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ და გულწრფელად მჯერა, რომ თითოეული ეს ახალი სივრცე ჩემი თანაქალაქელებისა და ყველა მომხმარებლისთვის თავშეყრის საყვარელ ადგილად, კულინარიულ ოაზისად და იმ ობიექტად იქცევა, სადაც ყოველთვის სიხარულით დაბრუნდებიან. წინ კიდევ ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს!

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ორიენტირი კომპანიისთვის?
კომპანიისთვის უმთავრესი პირობა და მუდმივი ორიენტირი რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპზე დგას, რომლებსაც არასოდეს ვუხვევთ. პირველ რიგში, ეს არის მკაფიო, სწორად გათვლილი სტრატეგია, რომელიც გვეხმარება დასახული მიზნებისკენ მყარად სიარულში. ამასთანავე, ჩვენი მამოძრავებელი ძალა არის ისევ და ისევ ინოვაცია – მუდმივი სწრაფვა სიახლეებისკენ, რათა არასოდეს დავკარგოთ განვითარების ტემპი. ჩვენი ყოველდღიურობის უმთავრესი მისია მომხმარებლისთვის მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქციისა და გამორჩეული მომსახურების შეთავაზებაა. თუმცა, ყოველივე ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა იმ უმნიშვნელოვანესი ბირთვის გარეშე, რასაც ჩვენი კვალიფიციური, მოტივირებული და მაღალი დონის პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი ჰქვია. სწორედ ეს ერთობა, ხარისხის უზადო კონტროლი და მომხმარებლის ინტერესების წინა პლანზე წამოწევა განსაზღვრავს ჩვენს წარმატებასა და ბაზარზე დამკვიდრებულ სახელს.
დასასრულს, ცოტა მოსალოდნელ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზეც რომ ვისაუბროთ? რას სთავაზობთ მომხმარებელს, რომელიც თქვენგან მუდმივ სიახლეს და ინოვაციას ელოდება?
როდესაც უკვე 9 წელია ბაზარზე იმყოფები, მომხმარებლის მოლოდინი შენ მიმართ სულ უფრო იზრდება. მათ იციან, რომ ჩვენთან ერთ ადგილზე დგომა გამორიცხულია, ამიტომ სამომავლო გეგმებიც საკმაოდ მასშტაბური და ამბიციური გვაქვს. ჩვენი მთავარი მიზანია, კიდევ უფრო მეტად გავაფართოოთ გეოგრაფიული არეალი, რათა, როგორც საცხობი „ფუნთუშა“, ისე King Pizza ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდეს სხვადასხვა ლოკაციაზე. გვინდა, რომ ის უზადო ხარისხი და განსაკუთრებული გარემო, რაც შევქმენით, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს და შეიყვაროს. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობთ მენიუს განახლებაზე. ტექნოლოგიური და კულინარიული ინოვაციების დანერგვით, ვაპირებთ სრულიად ექსკლუზიური, საავტორო რეცეპტების წარდგენას, რომლებიც ჩვენს ერთგულ სტუმრებს სრულიად ახალ კულინარიულ გამოცდილებას აზიარებს. მოკლედ რომ ვთქვა, წინ დიდი შემოქმედებითი ტალღა გველოდება. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ განვითარებას, რადგან ჩვენი მომხმარებლის ერთგულება და სიყვარული საუკეთესო მოტივაციაა იმისთვის, რომ ყოველი მომდევნო დღე კიდევ უფრო გემრიელი, ინოვაციური და საინტერესო გავხადოთ.
ტექსტი: დეა მანაგაძე
ფოტო: ნინი გორდაძე

7 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·