#OK! ჯეიმს ბონდის ახალი ეპოქა იწყება – ვინ იქნება შემდეგი 007?

20 hours ago 8

დენიელ კრეიგის ეპოქის დასრულებიდან ოთხი წელი გავიდა, თუმცა მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია – ვინ იქნება შემდეგი ჯეიმს ბონდი?

როგორც Variety წერს, Amazon MGM Studios-მა ახალი 007-ის შესარჩევი პროცესი ოფიციალურად დაიწყო. სტუდია უკვე რამდენიმე კვირაა მსახიობებს ცდიან და კასტინგის პროცესში ნინა გოლდიც ჩაერთო – ცნობილი კასტინგ-დირექტორი, რომელსაც „Game of Thrones“, „The Crown“ და „Star Wars“-ის პროექტებზე უმუშავია.

James Bond Is From Winnipeg | IJL Since 1937

„შემდეგი ჯეიმს ბონდის ძიება დაწყებულია,“ – აცხადებენ სტუდიაში. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, ბონდის ახალი სახის გარშემო ხმები უკვე აქტიურად ვრცელდება.

ბოლო დღეებში ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად 26 წლის ბროდვეის მსახიობი ტომ ფრენსისი დასახელდა, თუმცა ფანების ფავორიტებად კვლავ უფრო ცნობილი სახელები რჩებიან. უცხოური მედიისა და ბუკმეიკერების მიხედვით, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი შანსი კალუმ ტერნერს აქვს.

„Masters of the Air“-ისა და „Fantastic Beasts“-ის ვარსკვლავი ბოლო თვეებში ყველაზე აქტიურად განიხილება. მსახიობს იდეალურ კანდიდატად მიიჩნევენ მისი ქარიზმის, ბრიტანული სტილისა და იმ ფაქტის გამო, რომ ჯერ კიდევ არ არის იმდენად „A-list“ ვარსკვლავი, რომ თავად როლზე მეტად მისი სახელი გახდეს ყურადღების ცენტრში. ინტერნეტში ხშირად ხუმრობენ კიდეც, რომ დუა ლიპასთან ურთიერთობა მას „Bond energy“-ს კიდევ უფრო მატებს.

Callum Turner sera-t-il le nouveau James Bond ? | Vanity Fair

მეორე მთავარ კანდიდატად ჰარის დიკინსონს ასახელებენ. „Babygirl“-ისა და „The Kingsman“-ის მსახიობი უკვე წლებია ახალგაზრდა ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სახედ მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მსახიობის აზრით ეს არ მოხდება ფანები დარწმუნებულები არიან, რომ მას ბონდისთვის საჭირო სტილი და ეკრანული ენერგია ნამდვილად აქვს.

Harris Dickinson | Steckbrief, Bilder und News | GMX.AT

სიაში მოხვდა ჯეიკობ ელორდიც. „Euphoria“-ს ვარსკვლავი ბოლო წლებში ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობად იქცა – „Saltburn“-ისა და „Wuthering Heights“-ის შემდეგ მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბევრი ფიქრობს, რომ ელორდის კარიერა ახლა უფრო დამოუკიდებელი და საავტორო კინოს მიმართულებით ვითარდება, ხოლო ბონდის ფრენჩაიზი მსახიობს წლების განმავლობაში ერთ როლთან დააკავშირებს.

Jacob Elordi Black Tie Guide Venice Film Festival

ფანების დიდი ნაწილისთვის იდეალური არჩევანი კვლავ ჰენრი კავილია. მსახიობი ჯერ კიდევ 2005 წელს მონაწილეობდა ბონდის კასტინგში, თუმცა საბოლოოდ როლი დენიელ კრეიგმა მიიღო. „Casino Royale“-ის რეჟისორმა მარტინ კემპბელმა მოგვიანებით თქვა, რომ კავილი შესანიშნავი კანდიდატი იყო, თუმცა იმ დროს „ძალიან ახალგაზრდა ჩანდა“.

 'I'm Not Just Doing This For The Art'

სიაში ასევე არიან აარონ ტეილორ-ჯონსონი, ტომ ჰოლანდი, თეო ჯეიმსი, ჯონათან ბეილი და „Slow Horses“-ის ვარსკვლავი ჯეკ ლოუდენი.

ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ „Bond 26“-ს რეჟისორად დენი ვილნევი გადაიღებს, სცენარზე კი „Peaky Blinders“-ის შემქმნელი სტივენ ნაიტი მუშაობს. პროექტის პროდიუსერები არიან დევიდ ჰეიმანი („Harry Potter“) და ემი პასკალი („Spider-Man“).

ჯეიმს ბონდის ფრენჩაიზი 1962 წელს დაიწყო ფილმით „Dr. No“, ხოლო წლების განმავლობაში აგენტი 007-ის როლი შონ კონერიმ, როჯერ მურმა, პირს ბროსნანმა და დენიელ კრეიგმა შეასრულეს. ახლა კი, როგორც ჩანს, ჰოლივუდი ახალი ბონდის ეპოქისთვის ემზადება.

 The secret history of 007 | British GQ | British GQ

სრულად წაკითხვა