#OK! ჯეინ ოსტინის რომანების 5 საუკეთესო ეკრანიზაცია

2 weeks ago 34

18 ივლისი ჯეინ ოსტინის გარდაცვალების დღეა  – ინგლისელი მწერალი 1817 წელს, 41 წლის ასაკში, გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა, ოსტინმა მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი დაიკავა.

„სიამაყე და ცრურწმენა“, „გრძნობა და გონება“, „ემა“ და სხვა რომანები დღემდე მილიონობით მკითხველის საყვარელი ნაწარმოებებია.

წარმოგიდგენთ ჯეინ ოსტინის წიგნების 5 საუკეთესო ეკრანიზაციას:

1. „სიამაყე და ცრურწმენა“ (Pride and Prejudice, 2005)
2. „გრძნობა და გონება“ (Sense and Sensibility, 1995)

რეჟისორი: ანგ ლი (Ang Lee)
მთავარ როლებში: ემა ტომპსონი, ქეით უინსლეტი, ჰიუ გრანტი, ალან რიკმანი.

ფილმის სცენარი თავად ემა ტომპსონმა დაწერა, რომელმაც ასევე მთავარი პერსონაჟის — ელინორ დაშვუდის როლი შეასრულა. სიუჟეტის ცენტრში ორი და — ელინორი და მარიანა დაშვუდები არიან.

ფილმი არა მხოლოდ სიყვარულის ისტორიას, არამედ ქალების სოციალურ მდგომარეობასაც.

„გრძნობა და გონება“ კრიტიკოსებისგან მაღალი შეფასება მიიღო და ემა ტომპსონს საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის „ოსკარი“ მოუტანა.

3. „ემა“ (Emma., 2020)

რეჟისორი: ოტუმ დე უაილდი (Autumn de Wilde)
მთავარ როლებში: ანია ტეილორ-ჯოი, ჯონი ფლინი, ბილ ნაიი, მირანდა ჰარტი.

სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა, მდიდარი და თავდაჯერებული ემმა ვუდჰაუსია, რომელიც ცდილობს მეგობრებს სიყვარულის პოვნაში დაეხმაროს, თუმცა საბოლოოდ თავადაც აღმოაჩენს, რომ ადამიანების გრძნობების გაგება არც ისე მარტივია.

ოტუმ დე უაილდის სადებიუტო მხატვრული ფილმი განსაკუთრებით გამოირჩევა ფერადი ვიზუალით, დახვეწილი კოსტიუმებითა და ოსტინის ირონიული იუმორის თანამედროვე ინტერპრეტაციით. ფილმმა „ოსკარის“ ორი ნომინაცია მიიღო — საუკეთესო კოსტიუმებისა და მაკიაჟის კატეგორიებში.

4. „სიამაყე და ცრურწმენა“ (Pride and Prejudice, 1995 — BBC-ის სერიალი)

რეჟისორი: საიმონ ლენგტონი (Simon Langton)
მთავარ როლებში: ჯენიფერ ელჰი, კოლინ ფერტი, სიუზანა ჰარკერი.

BBC-ის ეკრანიზაცია დღემდე კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო სატელევიზიო ადაპტაციად ითვლება.

სიუჟეტის ცენტრში ელიზაბეთ ბენეტი და დარსი არიან — ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი, რომელთა ურთიერთობაც თავდაპირველი გაუგებრობითა იწყება. ელიზაბეთი დამოუკიდებელი, გონებამახვილი ახალგაზრდა ქალია. დარსი კი მდიდარი, ამაყი და თავშეკავებული არისტოკრატია, რომელიც ემოციების გამოხატვას ერიდება.

5. Persuasion, 1995

რეჟისორი: როჯერ მიშელი 
მთავარ როლებში: ამანდა რუთი, კიარან ჰაინდსი, სიუზან ფლიტვუდი

ფილმის მთავარი გმირი ენ ელიოტია – ქალი, რომელმაც ახალგაზრდობაში ოჯახის გავლენით უარი თქვა საყვარელ მამაკაცზე, ფრედერიკ უენტვორტზე. წლების შემდეგ ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა წარსული წყენა და დაკარგული დრო მათ ურთიერთობას ართულებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! 10 ფილმი, რომელიც ზაფხულის განწყობას იდეალურად გადმოსცემს

#OK! “სიამაყე და ცრურწმენა” ეკრანებზე ახალი შემადგენლობით ბრუნდება

სრულად წაკითხვა