რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ჯონი დეპი დიდ ეკრანზე ბრუნდება. Paramount Pictures-მა ფილმის „ებენეზერის“ (Ebenezer) პირველი ოფიციალური თრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც მსახიობი ჩარლზ დიკენსის ცნობილი პერსონაჟის, ებენეზერ სკრუჯის როლს ასრულებს. ეს დეპის პირველი მასშტაბური ჰოლივუდური პროექტია 2022 წლის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

ფილმი რეჟისორ ტი უესტის ნამუშევარია და ჩარლზ დიკენსის კლასიკური ნაწარმოების – „საშობაო სიმღერის“ ბნელ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. სიუჟეტის ცენტრში კვლავ ძუნწი და გულცივი ებენეზერ სკრუჯია, თუმცა ამჯერად მაყურებელი გაცილებით უფრო ფსიქოლოგიურ და საშინელებათა ელემენტებით დატვირთულ ისტორიას იხილავს.

ფილმში ასევე მონაწილეობენ ანდრეა რაისბორო, ტრამელ ტილმანი, იან მაკკელენი, რუპერტ გრინტი და დეიზი რიდლი.

რეჟისორმა ტი უესტმა CinemaCon-ზე განაცხადა, რომ „ებენეზერი“ ამ კლასიკური ისტორიის ყველაზე ატმოსფერული და განსხვავებული ვერსია იქნება.
ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 13 ნოემბერს შედგება.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! ჯონი დეპი „ოსტატი და მარგარიტას“ პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელი იქნება
#OK! ემბერ ჰერდის თქმით ჯონი დეპი მას თვალებში ვერ ჩახედავს, რადგან იცის, რომ დამნაშავეა

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·