#OK! ჰეილი ბიბერი Time-ის ყდაზე – Rhode 2026 წლის 100 ყველაზე გავლენიან კომპანიას შორის მოხვდა

3 days ago 2

ჰეილი ბიბერი Time-ის ახალი ნომრის ყდაზე გამოჩნდა, ამასთან, ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ ბიბერის კოსმეტიკუტი ბრენდი Rhode 2026 წლის 100 გავლენიან კომპანიას შორის დაასახელდა.  Time-მა ჰეილის შესახებ ვრცელი სტატიაც გამოაქვეყნა, სადაც ყურადღება გამახვილებულია არა მხოლოდ მის ცნობადობაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ შეძლო მოდელმა და ინფლუენსერმა საკუთარი სახის მოვლის ბრენდის – Rhode-ის თანამედროვე სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ქცევა.

2025 წლის მაისში, მხოლოდ სამი წლის არსებობის შემდეგ, ბრენდი კომპანია E.l.f. Beauty-მ შეიძინა – გარიგების ღირებულებამ კი 1 მილიარდ დოლარს მიაღწია. მოგვიანებით Rhode-მა საცალო გაყიდვების ბაზარზეც გააფართოვა საქმიანობა და Sephora-ს ჩრდილოეთ ამერიკის, ბრიტანეთისა და ავსტრალია-ახალი ზელანდიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული დებიუტები დააფიქსირა. პროგნოზის მიხედვით, ბრენდის წმინდა გაყიდვები 2026 წელს 260–265 მილიონ დოლარს მიაღწევს.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ Rhode ნამდვილად სელებრითი ბრენდია, თუმცა მისი წარმატება მხოლოდ ჰეილი ბიბერის ცნობადობით არ აიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ ის ბოლდვინების ოჯახის წარმომადგენელი, მსოფლიო პოპვარსკვლავის მეუღლე და სოციალური ქსელების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, თანამედროვე მომხმარებელი პროდუქტს მხოლოდ ცნობილი სახელის გამო აღარ ყიდულობს. Time-ის შეფასებით, ბიბერის წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ მან საკუთარი, ავთენტური ინტერესი კანის მოვლის მიმართ ბიზნესად გარდაქმნა და ბრენდი მომხმარებლის ესთეტიკურ სურვილებს მოარგო.

ჰეილი ბიბერის თქმით, Rhode-ის მიზანი მხოლოდ სახის მოვლის პროდუქციის შექმნა არ არის. მისი სიტყვებით, ის „მთელ სამყაროს აშენებს“ – სადაც თანაბრად მნიშვნელოვანია ინოვაცია, ფორმულა, შეფუთვა, ფერების ისტორია, ვიზუალური იდენტობა და ამბის გადმოცემა. სწორედ ამ მიდგომამ აქცია Rhode არა მხოლოდ კოსმეტიკურ ხაზად, არამედ თანამედროვე ცხოვრების სტილის ნაწილად.

სტატია ასევე ეხება ბიბერის პირად გზას წარმატებამდე. ის 17 წლის ასაკში საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა სამოდელო კარიერის დასაწყებად და ტრადიციული განათლების გზაც კი დატოვა. მოგვიანებით, 2018 წელს ჯასტინ ბიბერთან ნიშნობამ და ქორწინებამ მისი ცნობადობა გლობალურ დონეზე კიდევ უფრო გაზარდა. თუმცა სტატია ხაზს უსვამს, რომ დღეს ჰეილი ბიბერი უკვე მხოლოდ ცნობილი გვარის წარმომადგენელი ან პოპვარსკვლავის მეუღლე აღარ არის – ის სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ახალგაზრდა მეწარმედ იქცა.

ჰეილიმ Time-თან საუბარში იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც მუდმივი საჯარო ყურადღების ქვეშ ცხოვრებას ახლავს. მისი თქმით, ცნობადობას ყოველთვის მოსდევს კრიტიკა და საზოგადოების მხრიდან მუდმივი შეფასება: „ვფიქრობ, ზოგადად ამ მდგომარეობაში ყოფნა ბევრ განსჯას უკავშირდება,“ – ამბობს ბიბერი. „ზოგჯერ რთულია, როცა შენი ყოველი ნაბიჯი დეტალურად განიხილება.”

ასევე დაგაინტერესებთ

#OK!BusinessCelebrity Rhode – ჰეილი ბიბერის მილიარდ დოლარიანი სილამაზის იმპერია

სრულად წაკითხვა