ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაზე გადაუდებელი მოსაზრების მომზადების თხოვნით მიმართა.
მანამდე, 4 აპრილს, PACE-ს თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში, კლოდ კერნმა და ედიტე ესტრელამ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გამო და საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის „საპარლამენტო დღის წესრიგიდან მოხსნისკენ“ მოუწოდეს.
გარდა ამისა, 16 აპრილს, PACE-ს მონიტორინგის კომიტეტმა, „ადამიანის უფლებებზე შესაძლო ზეგავლენის გამო“, ასევე გადაწყვიტა მოეთხოვა ვენეციის კომისიის მოსაზრება ანტი-ლგბტ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და პარლამენტში გენდერული კვოტების გაუქმების თაობაზე.
ასევე წაიკითხეთ:
- 12/04/2024 – „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
- 09/04/2024 – გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტსა და გენდერული კვოტების გაუქმებას გმობს
- 28/03/2024 – დუნია მიატოვიჩი საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური)
Read Next
16/04/2024 - 14:54
ადვოკატები „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა უფლებების დარღვევაზე საუბრობენ
16/04/2024 - 14:18
ფოტო ამბავი: მოქალაქეები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას აპროტესტებენ
16/04/2024 - 00:43
„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 14 პირი დააკავეს
15/04/2024 - 23:29
პროტესტის ფონზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
15/04/2024 - 17:44
„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას საზოგადოების გამოხმაურება მოყვა
15/04/2024 - 15:39