მოგეხსენებათ, რომ ლიგა 1-ის გასულ ტურში "პსჟ"-მ "ბრესტი" დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა საგოლე მოქმედების შესრულება ვერ მოახერხა.
პირველ ტაიმში ქართველს კარგი საგოლე შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გაიტანა.
ამასთან დაკავშირებით ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით:
"ძალიან ახლოს... კვარას პირველი გოლი ახლოვდება".