ლეგენდარული მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი იტალიელ ჟურნალისტ, ილარია დ'ამიკოზე დაქორწინდა.
აღსანიშნავია, რომ მდიდრულ ქორწილს 200-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. წყვილი კი თითქმის ათი წელია ერთად არიან.
საგულისხმოა, რომ ბუფონმა საყვარელ ქალს ცოლობა ჯერ კიდევ 2017 წელს სთხოვა, თუმცა წყვილი შეთანხმდა, რომ ურთიერთობას მხოლოდ მას შემდეგ გააოფიციალურებდნენ, რაც იტალიელი ფეხბურთელი საფეხბურთო კარიერას დაასრულებდა. საქორწინო ცერემონია ტოსკანაში, ვერსილიაში შედგა.
იხილეთ ფოტოები: