POLITICO: გერმანიის მომავალი მთავრობა ამბობს, რომ ვიქტორ ორბანის დასჯის დრო დადგა

1 day ago 7

5

POLITICO-ს ინფორმაციით, გერმანიის მომავალი მთავრობა აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის დასჯის დრო დადგა.

კერძოდ, სტატიის თანახმად, ახალ მთავრობას სურს, ევროკავშირმა უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც არის უნგრეთი, რომელიც რეგულარულად არღვევს EU-ის წესებს.

გამოცემა წერს, რომ გერმანიის მომავალი კანცლერის ფრიდრიხ მერცი და მათი სავარაუდო კოალიციური პარტნიორი სოციალ-დემოკრატები (SPD) შეთანხმდნენ, რომ მოითხოვონ ევროკავშირისგან დაფინანსების შეჩერება და ხმის უფლების შეჩერება იმ წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც არღვევენ ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორიც კანონის უზენაესობაა.

POLITICO წერს, რომ ამ კოალიციური შეთანხმების პროექტს თავად გაეცნო.

გამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად უნგრეთი არ იყო ნახსენები, შეთანხმების პროექტი აშკარად მიუთითებს ევროკავშირის ყველაზე ცუდ დამრღვევებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში ადანაშაულებენ დემოკრატიული ნორმების, მედიის თავისუფლებისა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შეზღუდვაში.

გამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად უნგრეთი არ იყო ნახსენები, შეთანხმების პროექტი აშკარად მიუთითებს ევროკავშირის ყველაზე ცუდ დამრღვევებზე, რომლებსაც წლების განმავლობაშიადანაშაულებენ დემოკრატიული ნორმების, მედიის თავისუფლებისა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შეზღუდვაში.

POLITICO წერს, რომ უნგრეთსა და ევროკავშირს შორის უთანხმოების ერთი საკითხია ვიქტორ ორბანის მეგობრული დამოკიდებულება მოსკოვის მიართ. ბუდაპეშტს არაერთხელ გამოუყენებია ვეტოს უფლება რუსი ოლიგარქებისა და სამხედრო მეთაურების წინააღმდეგ სანქციების დასაბლოკად.

გამოცემის თანახმად, ამ ვეტოს უფლების გვერდის ავლის მიზნით, გერმანიის მომავალ მთავრობას სურს, “ადვოკატირება გაუწიოს ევროკავშირის საბჭოში კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის გაფართოებას, განსაკუთრებით საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) გარკვეულ საკითხებზე, როგორიცაა სანქციების დაწესება”. ეს შესაძლებელს გახდის, გადაწყვეტილებები უნგრეთის გარეშე მიიღონ. (ფორმულა)

სრულად წაკითხვა