WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

Procter & Gamble-მა კრემლის პროპაგანდისტულ არხთან ურთიერთობა შეწყვიტა – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა City AM წერს.

გამოცემის თანახმად, P&G TV იმედთან თანამშრომლობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ტელევიზია დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირდა და რუსული სახელმწიფოს რუპორად მოიხსენია.

City AM-ის სტატიის მიხედვით, Procter & Gamble, რომელიც ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორებიცაა Gillette და Pampers, „იმედზე“ რეკლამას მას შემდეგაც ათავსებდა, რაც ტელეკომპანია 2026 წლის თებერვალში გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიაში მოხვდა.

გამოცემის ინფორმაციით, Procter & Gamble-ის ევროპული ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის ხელმძღვანელისა და უფროსი დირექტორის, ჯონ ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების საფუძველზე, ფირმამ ორშაბათს აღნიშნულ მედიაკომპანიასთან ბიზნეს ურთიერთობა შეწყვიტა.

ცნობილია, რომ ანალოგიური შიდა შემოწმება დაიწყო Nestlé-მაც.

ცნობისთვის, 2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოში მოქმედი სახელისუფლებო ტელევიზიები „ტელეიმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა. სანქცირების საფუძვლად ბრიტანეთის მთავრობამ დაასახელა „დეზინფორმაცია“ უკრაინასთან დაკავშირებით.