PSP: ვგმობთ თბილისსა და სხვა ქალაქების ქუჩებში განხორციელებულ ძალადობას

2 weeks ago 10

კომპანია “პსპ” პროევროპული აქციის მონაწილეებზე განხორციელებულ ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უნდა დაუბრუნდეს.

“PSP ჯგუფი, რომელშიც დასაქმებულია 8000 ადამიანზე მეტი, სრულად წარმოადგენს სამედიცინო სფეროში მომსახურე კომპანიას. 

პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციები შექმნილია იმისათვის, რომ უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა და მათი ვალდებულებაა სამედიცინო მომსახურების უწყვეტი მიწოდება მოსახლეობისთვის, რათა ჰქონდეთ წვდომა საჭირო სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე.

ვგმობთ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში განხორციელებულ ძალადობას!

გვსურს ჩვენი ქვეყანა იყოს ზედმიწევნით დემოკრატიული და შეუჩერებლად დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების სამართლებრივ გზას,” – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

სრულად წაკითხვა