რუსთავში კორონავირუსით 61 და 63 წლის დები, ნაილი და ნანა იაშაგაშვილები გარდაიცვალნენ. ისინი მკურნალობის კურსს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდნენ.
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ კორონავირუსმა დებში სუნთქვის მწვავე უკმარისობა გამოიწვია. მოგვიანებით იაშაგაშვილების მდგომარეობა დამძიმდა და სამწუხაროდ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით დები საავადმყოფოში ერთსა და იმავე დღეს, ერთი დილით, მეორე კი საღამოს შეიყვანეს. კლინიკაში ჯერ ერთი და დაიღუმა, ორ დღეში კი მეორე დაც გარდაიცვალა…