4
აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა შესაძლოა აბუ-დაბიში ან შვეიცარიაში გაიმართოს, – ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შესაძლოა „რამდენიმე კვირაში“, აბუ-დაბიში ან შვეიცარიაში შედგეს.
მისი თქმით, მიზანს მხარეებს შორის მაღალი დონის შეხვედრისთვის მომზადება წარმოადგენს, თუმცა ამისთვის წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-უკრაინა-რუსეთის დელეგაციებს შორის ტექნიკურ დონეზე შეხვედრა ნოემბრის პირველ ნახევარში, აბუ-დაბიშია დაგეგმილი.
საერთაშიროსო alia.ge