აშშ-მა 19 დეკემბერს გაათავისუფლა ბუდაპეშტი რუსეთის გაზპრომბანკისთვის დაწესებული სანქციების დაცვის ვალდებულებისგან, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ.
ამ ინფორმაციის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა. Ამის შესახებ იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ბუდაპეშტიდან.
ვაშინგტონის სანქციები გაზპრომბანკის წინააღმდეგ 21 ნოემბერს ამოქმედდა და დაბრკოლება შეუქმნა რუსეთის გაზის ევროპელ მყიდველებს. ისინი გაზპრომბანკს აირის საფასურის გადახდისთვის იყენებდნენ.
Უნგრეთმა, რომელიც ძირითადად, რუსულ ნავთობსა და გაზზეა დამოკიდებული, აშშ-ს გაზპრომბანკის წინააღმდეგ ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციების დაცვის ვალდებულებისგან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.
ამ ბანკის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა სირთულეები შეუქმნა რამდენიმე იმპორტიორს, მათ შორის თურქეთსა და სლოვაკეთს. Ეს ქვეყნები ელოდებიან განმარტებებს და გადახდის შესრულების ვარიანტებს.
"დღეს მათ გაგვათავისუფლეს გაზპრომბანკთან დაკავშირებული გზით გადახდისგან, რაც კარგი ამბავია. Მაგრამ ამასთანავე, ჩვენ შევიმუშავეთ გამოსავალი ჩვენს რეგიონულ მოკავშირეებთან. გადახდის ალტერნატიული მეთოდი არ არღვევს სანქციებს, მაგრამ იძლევა გაზის საფასურის გადახდის საშუალებას", - განუცხადა სიიარტომ ჟურნალისტს ნიუ-იორკში, როგორც ეს გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს.
Reuters-მა ვერ მოახერხა დაუყოვნებლივ დაჰკავშირებოდა აშშ-ის ფინანსთა უწყებას კომენტარის მისაღებად.
Სლოვაკეთში გაზის მთავარმა მყიდველმა, სახელმწიფო კომპანია SPP-მ განაცხადა, რომ არ მიუღია შეტყობინება გაზის გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ.