Reuters-ის ცნობა 240 000 უკრაინელისთვის ლეგალური სტატუსის გაუქმებაზე სიცრუეა – თეთრი სახლის სპიკერი

4 hours ago 2

2

თეთრი სახლის სპიკერი, კეროლაინ ლივიტი X-ზე წერს, რომ Reuters-ის ცნობა, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 240 000-ზე მეტი უკრაინელი მიგრანტისთვის დროებითი ლეგალური სტატუსის შეჩერებას გეგმავს, სიცრუეა.

“ეს არის მორიგი ცრუ სიახლე Reuters-ის ანონიმური წყაროებისგან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რაზე ლაპარაკობენ. სიმართლე: ამ დროისთვის არანაირი გადაწყვეტილება არაა მიღებული.” – დაწერა თეთრი სახლის სპიკერმა.

ტრამპის ადმინისტრაცია 240 ათასამდე უკრაინელი ლტოლვილისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს – ,,როიტერი”

სრულად წაკითხვა