Ricky Martin-ის კონცერტი გაუქმდა

1 week ago 34

საქართველოში ლათინური პოპის ცნობილი შემსრულებლის, Ricky Martin-ის კონცერტი გაუქმდა. ღონისძიება ხვალ, 16 ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა ორგანიზატორებმა შემსრულებლისგან უარი დღეს, 15 ივლისს დილით, 08:00 საათზე მიიღეს.

ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა biletebi.ge-ს წარმომადგენელმა, ეს კომპანია ყიდდა კონცერტის დასასწრებ ბილეთებს.

ბილეთების მფლობელებმა კონცერტის გაუქმების შესახებ შეტყობინება უკვე მიიღეს - biletebi.ge აცხადებს, რომ ყველა მათგან სრულად დუბრუნდება გადახდილი თანხა.

biletebi.ge-ს წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ღონისძიების გაუქმების მიზეზზე ორგანიზატორისთვის არ უცნობებიათ.

რიკი მარტინის კონცერტი ხვალ, 16 ივლისს, 19:00 საათზე რუსთავის მოტოდრომზე უნდა გამართულიყო.

სრულად წაკითხვა