1
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ცხინვალში მიმდინარე გაძლიერებულ ანექსიურ პროცესებს აფასებს.
ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა ახალ, უფრო ღია და აგრესიულ ეტაპზე გადავიდა.
SJC-ის თქმით, ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო პარტნიორებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების რეაქცია უნდა იყოს მკაფიო, დროული და პრინციპული.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
- მკაფიოდ და საჯაროდ შეაფასოს 2026 წლის ე.წ. ხელშეკრულება და კამბოლოვის დანიშვნა როგორც რუსეთის ანექსიური პოლიტიკის ახალი ეტაპი;
- გაააქტიუროს დიპლომატიური მუშაობა ევროკავშირთან, გაეროსთან, ეუთოსთან, ევროპის საბჭოსთან და სხვა საერთაშორისო მექანიზმებთან, რათა საკითხი დადგეს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ქმედება;
- მოითხოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ყველა ე.წ. ინტეგრაციული შეთანხმების არაღიარება და დაგმობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან;
- გააძლიეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგი ოკუპირებულ რეგიონში, განსაკუთრებით საკუთრების, გადაადგილების თავისუფლების, სოციალური უფლებების, მოქალაქეობის, დემოგრაფიული ცვლილებებისა და ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკური მონაწილეობის მიმართულებით;
- შექმნას თანმიმდევრული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დეოკუპაციისა და შერიგების პოლიტიკა.

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·