Starlink არასოდეს გათიშავს თავის ტერმინალებს უკრაინისთვის – მასკი

3 hours ago 2

SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ არასოდეს გაუთიშავს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტ სერვისს უკრაინას.

მასკმა უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს მისი კომპანია, ზეწოლის მიზნით, უკრაინას ტერმინალების დახურვით დაემუქრა.

”მინდა ვიყო აბსოლუტურად მკაფიო – რაც არ უნდა არ ვეთანხმებოდე უკრაინის პოლიტიკას, Starlink არასოდეს გათიშავს თავის ტერმინალებს.

უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ Starlink-ის გარეშე, უკრაინის [თავდაცვითი] ხაზები დაიშლება, რადგან რუსებს შეუძლიათ ყველა სხვა კომუნიკაციის ჩაკეტვა! ჩვენ არასდროს გავაკეთებთ ასეთ რამეს და არ გამოვიყენებთ როგორც ვაჭრობის პროდუქტს“. აღნიშნავს მასკი.

სრულად წაკითხვა