WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

7

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სისტემები Starlink/Starshield-ის სიჩქარის აღდგენას აფიქსირებენ – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ევგენი ხმარამ განაცხადა.

მისი თქმით, Starlink-ი 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მუშაობს.

„თავდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სისტემები Starlink/Starshield-ის სიჩქარის აღდგენას აფიქსირებენ. 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე ფიქსირდება. კავშირი სტაბილურია“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ევგენი ხმარას თქმით, სიჩქარის აღდგენა პირდაპირი დიალოგისა და უმაღლეს დონეზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პრინციპული პოზიციის წყალობით იქნა შესაძლებელი.