TBC და საქართველოს ბანკი 5 მილიონ ლარს გამოყოფენ აქციებზე დაზარალებულების დასახმარებლად

3 days ago 2

ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თიბისი და საქართველოს ბანკი ერთობლივად 5,000,000 ლარს გამოყოფს, რომელიც მიმართული იქნება დაზარალებული მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად.

უცნობია, ბანკები ამ თანხას ნიკა გილაურის დაფუძნებულ ფონდში გადარიცხავენ, თუ დამოუკიდებლად შექმნიან ახალ ფონდს.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაური მიმდინარე აქციებზე დაზარალებულთა დასახმარებლად ფონდი 6 დეკემბერს შექმნა 100 000 ლარის ოდენობით პირველი შენატანი თავად გააკეთა. ამის შემდეგ არაერთმა ბიზნესმა გადარიცხა თანხა აღნიშნულ ფონდში.

TBC და საქართველოს ბანკი ჯერ არ შეერთებიან თავისუფალი ბიზნესების განცხადებას, რომელსაც უკვე 1110 ხელმომწერი ჰყავს.

სრულად წაკითხვა