1
მადლობა მინდა გადავუხადო შსს–ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით, – აცხადებს კობახიძე:
„მინდა, შევაჯამო განვლილი 5 დღე, ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ 5-დღიანი ციკლი. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადოშსს–ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. თქვენ, მოგეხსენებათ, რომ პირველი ორი დღის განმავლობაში იყოსამწუხარო ინციდენტები. მას შემდეგ, გასული სამი დღის განმავლობაში, ყოველგვარი ინციდენტების გარეშე ჩატარდა შესაბამისი მოქმედებები, ამერიკულზე დაევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა შსს, მოქმედებდნენ პოლიციელები. მადლობა მათ ამისთვის. ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორემხარეს იყო ევროპული და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაცარის ძალიან დასაფასებელი. ჩვენ ვწუხვართ თითოეული დაშავებული პოლიციელის, მომიტინგისა და ჟურნალისტის გამო“