Uber და Yandex გაერთიანდნენ — ეს კომპანია იმუშავებს საქართველოშიც

1 week ago 8

ტაქსის გამოძახების ამერიკულმა კომპანია Uber-მა და რუსულმა Yandex-მა რუსეთსა და მეზობელ ქვეყნებში ბიზნესი გააერთიანეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ შეერთების შესახებ განცხადება Yandex-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. კომპანიებს შორის მოლაპარაკება კი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიყო. ერთობლივ ოპერირებას Yandex და Uber 127 ქალაქში გეგმავდა რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოს და ყაზახეთში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სან ფრანცისკოში რეგისტირრებულმა Uber-მა 225 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია გაიღო ახალი ერთობლივი კომპანიისთვის, Yandex-ის წილმა კი 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ორივე კომპანიის კაპიტალი, ჯამში, 3.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

სრულად წაკითხვა