UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა დანილე კორმიემ ორგანიზაციის 2024 წლის საუკეთესო მებრძოლად ილია თოფურია დაასახელა.
"მიუხედავად ალექს პერეირას ჩინებული ფორმისა, მან სამი ბრძოლა მოიგო, ჩემთვის წლის საუკეთესო მებრძოლი მაინც ილია თოფურიაა, რადგან ქართველმა ვოლკანოვსკის და ჰოლოუეი დაანოკაუტა, რომლებიც ამ დივიზიონში 8 წლის განმავლობაში მეფობდნენ", - განაცხადა კორმიემ.
შეგახსენებთ, ქართველმა მებრძოლმა 2024 წლის სტარტზე ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და ჩემპიონი გახდა, ოქტომბრის თვეში კი ქამარი მაქს ჰოლოუეისთან კვლავ ნოკაუტით დაიცვა.