მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელმა და სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინმა ქართველი მებრძოლის და უმარ ნორმაგომედოვის მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ჩხუბისთვის მოსამზადებლად მებრძოლებს მხოლოდ ექვსნახევარი კვირა აქვთ, მერაბი იძულებული გახდა, რომ ამ პირობებს დათანხმებოდა და ვფიქრობ, რომ ჩემპიონს მსგავს დათმობებზე წასვლა არ უნდა უწევდეს. ეს სწორი არ არის და მერაბს ძალიან უსამართლოდ ექცევიან!
მიუხედავად ამ ყველაფრისა, დარწმუნებული ვარ, რომ დვალიშვილი ნურმაგომედოვის წაუგებელ სერიას დაასრულებს და გამორჩეულ ბრძოლას შემოგვთავაზებს
", - განაცხადა სტერლინგმა.შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი ქამარს 19 იანვარს, უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.