UK საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას წყვეტს

1 week ago 8

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანი აცხადებს, რომ მიუღებელია და უნდა შეჩერდეს შოკისმომგვრელი ძალადობა თბილისში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

დევიდ ლემის განცხადებით, ეს ქმედებები ლახავს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და წინააღმდეგობაშია ქვეყნის საკონსტიტუციო ვალდებულებისადმი, რომელიც ევროპულ მომავალს ეხება.

“დიდი ბრიტანეთი დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართულ ყველა პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ქართული ოცნების წარმომადგენლებთან კომუნიკაციას, სანამ არ მიუბრუნდებიან ევროპულ, დემოკრატიულ ნორმებს.

დიდი ბრიტანეთი კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობას აირჩიოს მისი ქვეყნის მომავალი”, – აცხადებს დევიდ ლემი.

სრულად წაკითხვა