2021 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები შინ ესპანეთთან ბოლო წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა (2:1).
მიუხედავად ამისა, შესანიშნავი მატჩი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც ჩვენი მხრიდან ერთადერთი გოლი გაიტანა.
იმ დროს ესპანეთს ლუის ენრიკე წვრთნიდა, რომელიც ახლა "პსჟ"-ში მუშაობს და კვარას მომავალი მწვრთნელია.
ამ დღეს ესპანელმა სპეციალისტმა ხვიჩას თამაში პირველად ნახა.