WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სოციალურ ქსელში ბათუმში, ორი კატერის შეჯახების კადრები ვრცელდება.

ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ მოხდა. შეჯახების შედეგად, კატერზე მსხდომები დაშავდნენ.

“ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ბათუმში ზღვაში ორი კატერის შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო.

ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნებათ.

“ანბანის კოშკთან“ მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახურის და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.