დღეს, 21:00 საათზე იტალიის ჩემპიონატში ფიორენტინასა და ინტერის საკმაოდ საინტერესო შეხვედრა დაიწყო, რომელმაც მხოლოდ 21 წუთს გასტანა.
საქმე ისაა, რომ ყოველგვარი შეჯახების გარეშე მინდორზე უგონოდ დაეცა ფიორენტინას 22 წლის ფეხბურთელი, ედოარდო ბოვე, რომელიც სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა დაემართა ან რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი. იმედი დავიტოვოთ, რომ ბოვე მალე გამოჯანმრთელდება და ფეხბურთის თამაშსაც განაახლებს.