Yonhap: ფხენიანი რუსეთის დასახმარებლად დამატებითი ძალის გაგზავნას აპირებს

4 hours ago 2

ჩრდილოეთ კორეა ემზადება რუსეთში დამატებითი სამხედრო ძალის და ტექნიკის, შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატების გასაგზავნად. ამის შესახებ დღეს, 23 დეკემბერს სამხრეთ კორეის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო Yonhap-ი.

სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის მხარდასაჭერად საომრად გაგზავნილი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცებიდან დაღუპულია 100-მდე და დაჭრილია დაახლოებით 1000.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ტელეგრამით დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ სამ დღეში რუსეთის კურსკის ოლქში მოკლულია 77 და დაჭრილია 40-ზე მეტი ჩრდილოკორეელი სამხედრო.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს. უკრაინამ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად.

პირველი ცნობები, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად ჩრდილოეთ კორეამ ათასობით სამხედრო გაგზავნა, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა.

სრულად წაკითხვა