WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა.

პირველი დღის შესახებ შემაჯამებელი ინფორმაცია გაავრცელა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დაწერა, რომ მხარეებმა განიხილეს პატიმრების გათავისუფლება და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.

„სამმხრივი ფორმატი კონსტრუქციული და საკმაოდ შინაარსიანი იყო. ჩვენ მოვახერხეთ ჰუმანიტარული ნაბიჯების საჭიროებისა და შესაძლო პარამეტრების განხილვა. პატიმრების გათავისუფლება პრიორიტეტულია.

დეტალურად განვიხილეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შინაარსი და მათი გრძელვადიანი დაფინანსების საფუძველი. ჩვენ გვჭირდება რეალური ინსტრუმენტები ომის განმეორების თავიდან ასაცილებლად. ასევე განიხილეს დეესკალაციის ნაბიჯების საჭიროება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მოლაპარაკებები ხვალ, 11 ნოემბერს გაგრძელდება.

აბუ-დაბიში სამმხრივ მოლაპარაკებებზე შეერთებულ შტატებს წარმოადგენენ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი. რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, ხოლო უკრაინის დელეგაციას – უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი.

სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე აშშ-ის და უკრაინის დელეგაციები შეხვდნენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს, ასევე ნატოს და ევროკომისიის წარმომადგენლებს.