13
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, თაია მახარაშვილი კახა კალაძის უწყებისგან ითხოვს, გასაჯაროვდეს რომელი კომპანია, რას და სად წარმოებულს აჭმევს ბაგა-ბაღებში ბავშვებს.
ვაზუსტებ: დღეს ამოღებულია რძის პროდუქტები. ხორცი მენიუში რჩება. ახლა კეთილი ინებოს მერიამ და კარგად აგვიხსნას, რომელი კომპანია, რას და სად წარმოებულს აჭმევს ჩვენს შვილებს. საჯარო ინფორმაციაა და კეთილი ინებეთ, დადეთ!
მითი იმაზე, რომ ყოველდღიურად მოწმდება პროდუქტები, თქვენს შვილებს მოუყევით ზღაპრად. თბილისის მერია / Tbilisi City Hall თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო”, – წერს თაია მახარაშვილი.
თაია მახარაშვილი თბილისის მერიაში კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. იგი 2024 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს, მისი თქმით, აქციებზე დგომის გამო.
ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, 7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა, ხოლო ფინანსთა სამინისტრის ცნობით, 20 ბაგა-ბაღშუ 55 აღსაზრდელის და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საერთაშიროსო alia.ge