ეროვნული აგრარული ოლიმპიადის მსგავსად, აგრო-ლიგა ცოდნის დემონსტრირებაზე დაფუძნებული კონკურსია და იგი ტარდება ტესტირების საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრარული პროფილის უმაღლესი და პროფესიული დაწესებულებების სტუდენტებს.
2025 წელს საქართველოში აგრო-ლიგა ჩატარდება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის ( საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ტრენინგების (VET) სისტემების მოდერნიზება, (მე-3 ფაზა) ფარგლებში.
აგრო-ლიგის კონცეფციის ავტორი და ტექნიკური კომპონენტის განმახორციელებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია.
კონკურსის წესების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: [email protected]