3
უფლებადამცველი ნათია თავბერიძე შემზარავ ამბავს ასაჯაროებს:
,,გუშინ ერთ-ერთ აქციაზე დაზარალებული/დაკავებული პირი მოვიდა ჩვენთან. ეს ადამიანი დააკავეს, ყველაფერი წაართვეს, არსად დაარეკინეს. არადა ლოგინად მყოფი, ავადმყოფი დედისთვის ერთადერთი მომვლელი იყო. დედა გარდაიცვალა.
Natalie Bukia და Lika Gogolidze შეხვდნენ, იურისტს გაესაუბრება და ჩვენც მივადევნებთ თვალს.
ამ არაადამიანურ დანაშაულებზე აუცილებლად პასუხს აგებს დღევანდელი რეჟიმი.
იცოდეთ, რომ აუცილებლად მოითხოვეთ, გაესაუბრეთ იურისტებს – დანაშაულების, წამების ფაქტების მხილება და დოკუმენტირება, გასაჩივრება აუცილებელია.
ამდენი მოპარული ნივთი, ტელეფონი – ეს კიდევ ცალკე ამბავია – თითქმის ყველა დაკავებული და ნაცემი ადამიანი, ამავდროულად გაძარცვეს კიდეც.”
მოგვიანებით ნათია თავბერიძემ განმარტა:
,,ასევე რამდენიმე დამატებითი ინფორმაცია, რადგან ბევრი მეკითხება:
1. ეს ამბავი/დაკავება მაისის აქციების დროს მოხდა და გუშინ გავიგეთ;
2. ბევრი მეკითხება – ზუსტად როდის გარდაიცვალა და ა.შ. – რა მნიშვნელობა აქვს ზუსტად როდის? მთავარი საშინელება ის არის, რომ ორი დღე დაკავებულ ადამიანს არ მისცეს დარეკვის უფლება და როგორც თვითონ გაგვიზიარა, მარტოდ მყოფი დედამისის მდგომარეობა ამ ორ დღეში ძალიან დამძიმდა.“