ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) სქესობრივი გზით გადამდები ვირუსია, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელისა და სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს, ასევე, გენიტალურ მეჭეჭებს.
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეშვეობით შესაძლებელია აპვ-სთან დაკავშირებული კიბოს შემთხვევების 90%-ზე მეტის თავიდან აცილება.
საქართველოში იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით, აპვ საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება 10–12 წლის გოგონებსა და ბიჭებში. დამატებითი ღონისძიების ფარგლებში, აცრა უფასოდ ტარდება 13-45 წლის გოგონებსა და ქალებში, ასევე 13-26 წლის ბიჭებსა და მამაკაცებში.
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.

                        4 months ago
                        30
                    
    
    
    





                        English (US)  ·       
                        Georgian (GE)  ·