ადვოკატებმა უჩა აბაშიძე მოინახულეს

1 week ago 9

უჩა აბაშიძე პოლიციის განყოფილებაში გამთენისაას მისმა ადვოკატებმა მოინახულეს. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ ის თავს სტაბილურად გრძნობს და მას ფიზიკურად სამართალდამცველები არ გასწორებიან.

აბაშიძემ ადვოკატებს უთხრა, რომ “ეარსოფტის” სათამაშო იარაღების გარდა სახლში ორი იარაღი ჰქონდა, რომელიც მის სახელზეა რეგისტრირებული. დაკავებული არ გამორიცხავს, რომ მას შესაძლოა, რამე ჩაუდეს, რადგან ჩხრეკის პროცესს არც თავად და არც სხვა მოწმე დასწრებია.

უჩა აბაშიძეს გამოძიება ედავება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლოს მასალის უკანონო შეძენა-შენახვას. უჩას განმარტებით, ყველა იარაღი, რომელიც მას სახლში ჰქონდა, ორი იყო იქიდან ცეცხლსასროლი და ორივე არის გაფორმებული და მასზე რეგისტრირებული, დანარჩენი არის ეარსოფტის იარაღები ანუ სათამაშო პლასტმასის იარაღები. ის არ ესწრებოდა, პრაქტიკულად, თავის ჩხრეკას, სახლში იყო, თუმცა პოლიციის თანამშრომლები სხვადასხვა ოთახებში მოძრაობდნენ, გადაადგილდებოდნენ მის გარეშე. არცერთი მოწმე არ დასწრებია ჩხრეკას. ის ამბობს, რომ ეს არის მისი აქტიურობაზე პასუხი სახელმწიფოსგან, – ამბობს ადვოკატი.

აბაშიძის კიდევ ერთი ადვოკატი ამბობს, რომ შსს კანონის მიღმა მოქმედებდა. მისი თქმით, დაკავებულს რამენიმე საათის განმავლობაში ადვოკატის მიყვანის უფლებას არ აძლევდნენ.

შსს მოქმედებდა კანონს მიღმა. უჩა გაიტაცეს საკუთარ სახლთან, სადარბაზოს მიმდებარედ და ძალით აიყვანეს სახლში. საღამოს 10 საათამედ უჩა იმერორებდა, რომ სურდა ადვოკატი, არცერთხელ მისი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. მასთან არ მოგვეცა დამოუკიდებლად ცალკე გასაუბრების საშუალება. კოდდაებული ტელეფონი ზუსტად 3 წუთში გარკვეული მოწყობილობით გახსნეს პოლიციელებმა, – ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ უჩა აბაშიძის სახლში გუშინ პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, საიდანაც გარკვეული ნივთები გაიტანა. თავად აბაშიძე ამ დროისათის დაკავებულია. მას ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

სრულად წაკითხვა