ციხეში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – განცხადება “დროას” ლიდერის ადვოკატმა, შოთა თუთერიძიემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებულ პოლიტიკოსს სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.
ხოშტარიას უფლებადამცველი ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ბოლო ოთხი თვის განმავლობაში შესამჩნევად პროგრესირებს.
თუთბერიძის ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაციისა და სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებული კვლევები არასაკმარისი და არაეფექტურია, რის გამოც მკურნალობის კონკრეტული გეგმა დღემდე არ არსებობს.
მისივე თქმით, თურქეთში კონსულტაციის შედეგად ექიმებმა გააფრთხილეს, რომ სათანადო მკურნალობის გარეშე დაავადების პროგრესირებამ შესაძლოა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს და მომავალში დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი ვერ შეძლოს.
დღევანდელი ბრიფინგი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას პოლიტიკური პატიმრის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. უკევ ათი თვეა ელენა ხოშტარია უკანონდ იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც დაახლოებით 4 თვის წინ დაიწყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება. ყოველი ვიზიტის დროს ჩვენთვის, მისი ადვოკატებისთვის თალშისაცემია სიმპტომები, რომელიც შესაძლოა, საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებდეს. უფრო ზუსტად, ესენია: სახსრების ძლიერი ტკივილი, მოძღაობის გაძნელება, პერიოდულად სახსრების მოძღაობის შეზღუდვა, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ყავარჯენი.
ელენე ხოშტარია არ აპირებდა ამ ინფორმაციის გასაჯაროებას, თუმცა მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ როგორც ციხის სამედიცინო პერონალმა, ისე დაწეებულების დირექტორმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება, გადაწყვიტა, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაზიარება.
ელენეს არავითარი პრეტენზია არა აქვს დაწესებულების თანამშრომლებთან, კერძოდ, ექთნებთან და ოფიცრებთან, თუმცა აღსანიშნავია დაწესებულების სამედიცინო პერსონალისა და დირექტორის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. მათ მიერ ამ 4 თვის მანძილზე ჩატარებული სამედიცინო კვლევები და პროცედურები სპორადული, არასისტემური, არაეფექტური და უშედეგოა. იმის გამო, რომ მას დღემდე არ აქვს საჭირო კვლევები და პასუხები და მკურნალობის გეგმა, ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ თურექეთის კლინიკაში ელენეს მკურნალ ექიმებთან. თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგრესის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწერებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება.
თურქი ექიმების მიერ გამოგზავნილი შეფასებები და რეკომენდაციები, დაახლოებით ორი თვის წინ, მიღებისათანავე გადაეცა N5 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს. ამასთან, დაახლოებით 2 კვირის წინ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა მიმართა პენიტენციურ დაწესებულებს პოლიტიკური პატიმრის მკურნალობის გეგმის შემუშავების წარმოდგენისა და შეხედრის ორგანიზების მოთხოვნით. დღემდე არ მომართვაზე პასუხის კი არ მიგვიღია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს პენიტენციური სამსახურის გულგრილ დამოკიდებულებას პატიმრების ჯანმრთელობისა და მათ წინაშე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების მიმართ“,- აღნიშნა თუთბერიძემ.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·