3
გორში, გურამიშვილის ქუჩაზე ქვეითს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული კაცი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
საერთაშიროსო alia.ge