ავარიას სენაკთან ორი შვილის დედა ემსხვერპლა, რომელიც მესამე ბავშვზე იყო ორსულად – “თაიმერი”

1 month ago 15

სენაკში წუხელ ტრაგედია დატრიალდა: “თაიმერის” ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხმძიმე სოფო დარსალია ემსხვერპლა. ქალს ორი შვილი დარჩა.

არსებული ინფორმაციით, მანქანას თავად ქალი მართავდა. ავტომობილი გზიდან გადავარდა.

ტელერადიოკომპანია ოდიში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.

სრულად წაკითხვა