მომღერალმა ავთო აბესლამიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საახალწლო კონცერტში მონაწილეობას არ მიიღებს:
“ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ ჩემი საახალწლო კონცერტში მონაწილეობის მიღება იქნება მართებული! ამიტომ, 31-ში, ბათუმში საახალწლო გალა კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე ვამბობ უარს” - წერს ავთო აბესლამიძე.
ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში “იმედთან” ავთო აბესლამიძის განცხადებას ეხმაურება:
„საახალწლო გალა პროგრამა შედგენილია და ავთო აბესლამიძე არ არის და არც ყოფილა მასში წარმოდგენილი. 31 დეკემბრის გალაკონცერტზე შეთავაზება მის მიმართ არ გვქონია” – ამბობს სოფო ხალვაშმა.