ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტობანზე, – არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. “მოზაიკას” ინფორმაციით ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
“მანქანა გადატრიალდა, ორი ადამიანი იყო შიგნით, საბედნიეროდ მსუბუქად დაშავდნენ”, – უთხრეს “მოზაიკას”.
შსს-ს ცნობით მომხდარზე საქმე აღიძრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
დატოვეთ კომენტარი
ტეგებისაზოგადოება