WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ავჭალაში, 25 აგვისტოს 17 წლის მარი ლომიშვილი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გოგო შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან გადავარდა.

როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17 წლის გოგონამ ხიდიდან გადავარდნით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, კითხვები მის შეყვარებულთან ექნებათ, რომელთანაც მარიამ ლომიშვილი დაშორებას ცდილობდა".

"მიყვარხარ დედიკო, რატომ დამტოვე დეეე, რა ვქნა დედიკონა უშენოდ? როგორ ვიცოცხლო უშენოდ ჩემო ფერია? მოკიგკვდეს დედა" - წერს დაღუპულის დედა სოციალურ ქსელში.

წყარო: ​palitravideo.ge​​​