“ავხსნი თუ რატომ მუშაობს მარშები ზუსტად ასე და ამ ფორმით” – “ობობა”

4 hours ago 2

5

მარშები მისი დასახელებებით.

რაღაც მინდა ვთქვა და იმედია მოკლედ გამომივა.

ჯერ ერთი ცხვარის სტატუსი შეარდებიდა ფიდზე, პროფესიული უნდა დარჩენილიყო მარშებიო, აი პროფკავშირები რომ არ გვაქვსო და ოეეე, სად წავიდა.

ასევე, ვიღაცეებს უბრალოდ არ მოწონთ, ეზედმეტებოდათ.

მე შევეცდები ჩემი კუთხით ავხსნა თუ რატომ მუშაობს ზუსტად ასე და ამ ფორმით.

ჯერ ერთი, კონკრეტული პროცესი თავის საქმეს აკეთებს თუ არა, არასოდეს განისაზღვრება იმით, შენ გემოვნებას აკმაყოფილებს თუ არა, მითუმეტეს სუბიექტურ პრეფერენციებზე ვერ ჩამოკიდებ.

ახლა მთავარი, რატომ მუშაობს:

პროფესიებით – რას ვაკეთებთ

ფანები, გეიმერები – რით ვერთობით

სამეზობლო – უბანი, სად ვცხოვრობთ

და კუთხური ელემენტი – ვინც ვართ

ანუ იქმნება მთავარი წრედი, ქართველის, როგორც ინდივიდუალური სოციალური ფენომენის – წრედი.

ამიტომ მოხდა ეს თავისთავად, ამიტომაც არის თესლურად ბუნებრივი და მართალი.

ახლა მარკეტინგულად, ნუ შეაშინებს ბევრს ეს სიტყვა.

ამ მარშებმა წამოიღეს ყველა მთავარი ქივორდი ჩვენ მხარეს.

მსახიობი თუ აიტი

მეზობელი თუ კალათბურთელი

მეგრელი თუ გურული

კახელი თუ რაჭველი

ქუათაისელი თუ ბათუმელი

განსაკუთრებით ეს ეთნო ელემენტის ქივორდები ბოლომდე აცლის ქართულ ოცნებას ქართულს და ტოვებს მხოლოდ – ოცნებას.

რაც სინამშვიდელში იყო თავიდანვე ასე და ამ გამოაშკარავების პროცესს ჩახურავს ზუსტად ეს თემა.

ამით დამთავრდა ოცნების პროქართული პროპაგანდა, რომელიც იყო 1 დიდი ტყუილი.

ახლა ქართველები vs ქოცების რეჟიმის წინააღმდეგ. აი ასეა ზუსტად და ამას ამ მარშებით დაერქვა სახელი და მიეცა სახე.

და რასაც შედეგი მოაქვს და ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე იგებს თემას, შეუძლებელია არ იყოს კარგი.

კარგია, მეტიც ძალიან კარგია მარშების ზუსტად ეს ეპიზოდი, რომლის გვირგვინიც გუშინ იყო – ხორუმი.

ხორუმი, როგორც ქართველების საბრძოლო როკვა.

სრულად წაკითხვა