აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი ისევ გახანგრძლივდა.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განკარგულებას ხელი მოაწერა. ახალი განკარგულებით, სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1 ივლისამდე შენარჩუნდება, შესაბამისად ამ დრომდე იქნება ჩაკეტილი ქვეყნის სახმელეთო საზღვარი.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდან არის დაკეტილი. ოფიციალური მიზეზი კორონავირუსული პანდემია იყო.