აზერბაიჯანული მედია საქართველოს საზღვარზე შეფერხებასა და ტარიფებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

1 week ago 13
Azerbaijani and Georgian flags. Photo: gov.ge

აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ასოცირებულმა მედიასაშუალებებმა საქართველო საზღვარზე აზერბაიჯანული სატვირთო მანქანების განზრახ შეფერხებაში, ასევე სომხეთისთვის განკუთვნილი აზერბაიჯანული საწვავის სარკინიგზო გადაზიდვაზე მაღალი ტარიფების დაწესებაში დაადანაშაულეს.

საქართველოს ხელისუფლებამ სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებულ ბრალდებებს „დეზინფორმაცია“ უწოდა, ხოლო ტარიფებთან დაკავშირებული ინფორმაციის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 5 დეკემბერს საქართველოს რკინიგზას სომხეთში აზერბაიჯანული საწვავის ერთჯერადად, უფასო გადაზიდვა დაავალა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რეგიონული ლიდერი ამტკიცებს, რომ ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP) შესაძლოა ახალ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოსთვის, ექსპერტები შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ ამან შესაძლოა ძირი გამოუთხაროს თბილისის, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფნის როლს. აზერბაიჯანულმა მედიამ შეფერხების შესაძლო მოტივად რეგიონული ლოჯისტიკური „მონოპოლიის“ დაკარგვის გამო თბილისის წუხილები დაასახელა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა