ძველი ათენის იშვიათი შავ-თეთრი ფოტოები შვეიცარიელი ფოტოგრაფისა და ფილელინის, ფრანსუა-ფრედერიკ ბუასონასის (François-Frédéric Boissonnas, 1858-1946) ფოტოალბომიდან მომხიბლავი, შთამბეჭდავი და, ამავე დროს, ნოსტალგიის მომგვრელია.
საბერძნეთის დიდმა მოყვარულმა და გულშემატკივარმა შესანიშნავმა ხელოვანმა თავისი ფოტოობიექტივით უკვდავყო ძველი ათენის სურათხატები – ქუჩები, მოედნები და ძეგლები – ისეთი, როგორიც იყო ელადის დედაქალაქი ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ.
აკროპოლისი, 1920 წ.ფრედერიკ ბუასონასი საბერძნეთში პირველად 1903 წელს ჩავიდა და კორფუ მოინახულა, რომლის სილამაზემ იგი მოხიბლა. შემდეგ ათენში გაემგზავრა. ბუასონასს შეუყვარდა საბერძნეთის დედაქალაქი და თავისი კამერის ობიექტივში მოაქცია მისი ყველა კუთხე, თისიოდან ათენას, ერმუს და პლაკას ქუჩებამდე, სადაც ათენის უძველესი რესტორანი მდებარეობს, რომელიც 1898 წელს გაიხსნა და დღემდე მოქმედია.
კიფისია, 1920 წ.ფოტოგრაფმა მთელი საბერძნეთი მოიარა, კუნძულების ჩათვლით, 1913 წელს ოლიმპოს მთაზეც ავიდა და ყველა კუთხის განსაკუთრებული სილამაზე და ავთენტიკურობა აღბეჭდა ფოტოებზე: პეიზაჟები, ძეგლები და ადამიანები… თუმცა ათენი, რა თქმა უნდა, მისი უდიდესი სიყვარული იყო. ფრედერიკ ბუასონასის ფოტოები იმდენად ემოციური, ცოცხალი და სიყვარულით სავსეა, რომ ასე გგონია, გესმის ორთვალების ბორბლების რაკუნი, ხეების ფოთოლთა ჩუმი შრიალი და ადამიანთა გულისცემაც კი…
ქალღმერთ ათენას (ათენის მფარველი) ქუჩა, 1920 წ.მან საბერძნეთს 7000-ზე მეტი ფოტო გადასცა. ეს შავ-თეთრი სურათების უბრალო კოლექცია კი არ არის, მთელი საგანძურია, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისის საბერძნეთის სულს ინახავს – ყოველდღიური ცხოვრების ემოციებს ასახავს და აცოცხლებს წარსულის ძვირფას ფრაგმენტებს. ამ კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ათენის ფოტოებს.
ორთვალები პლაკაზე, 1920 წ.
ცხვრის ფარა აკროპოლისის მისადგომებთან, 1908 წ.
პართენონი, 1920 წ.
პართენონი, 1908 წ.
პლაკა 1917 წ., წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (აგიოს ნიკოლაოს რაგავას), XI ს.ფრანსუა-ფრედერიკ ბუასონასი პირველი უცხოელია, რომელმაც ასე სიღრმისეულად გამოიკვლია საბერძნეთი ვიზუალურად და მის აღქმაში განსაკუთრებული როლი ითამაშა.
ფრანსუა ფრედერიკ ბუასონი, ავტოპორტრეტი სარკეში, 1910 წ.ნინო ხოშტარია
აგრეთვე, დაგაინტერესებთ: უცნობი ბერძნული კუნძული, სადაც ნაპოლეონის ძმისწულია დაკრძალული (ვიდეო)
ათენის მოკლე ისტორია – რა უნდა ვიცოდეთ საბერძნეთის დედაქალაქის შესახებ

8 hours ago
11







English (US) ·
Georgian (GE) ·