მერიის ცნობით, დღეს სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის გამოც, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშა. ამასთან დაკავშირებით „კანონისა და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
აი ამას ჰქვია “დაბომბვა”ეს რა დღეში ჩავარდით “ხელისუფლებავ” .
დედა რა იყო ეს ა??
ვინ უნდა დაიჭიროთ ახლა ,აბა რას მოიგონებთ “მომაკვდინებლად სასაცილოს” რითი გააკვირვებთ მსოფლიოს ? ა ბ ა ჰე
ე ბიჭო აბაზანაც გადაამოწმეთ, "კაბინეტებშიც" ,სახლშიც , მანდაც რაიმე ხმა ხომ არ ისმის, აპარატების არ იყოს , ონკანიდანაც ხომ არ ისმის?! რა იცით ,რა ხდება თქვენს მიერ ჩამონგრეულ სახელმწიფოში?! - წერს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.